ევრო-დოლარის წყვილი წინააღმდეგობას მიადგა

გინდა სრულყოფილად შეისწავლო ფინანსურ ბაზარზე ვაჭრობა? ჩაეწერე უფასო კურსზე

ევრო-დოლარის წყვილის ფასი ახლოს მივიდა ნოემბრის მინიმალურ მაჩვენებელთან, რის შემდეგაც ზრდა დაიწყო. მაგრამ აღმასვლის იმპულსი ოთხშაბათს გაჩერდა იმ აღმავალი არხის ზედა ზღვართან, რომელიც სწორედ ნოემბერში დაიწყო. 4-საათიან გრაფიკზე ჩანს კორექციული სოლისებრი ფორმაცია, რომელიც პრაქტიკულად დასრულებულია.

დაღმავალი ტრენდ, წინღმდგობა და ფასის მოძრაობა, ერთობლიობაში მიგვანიშნებს, რომ ფასი დაბლა უნდა წამოვიდეს. თუ ეს ვარაუდი სწორია, მაშინ წყვილის ფასს მხარდაჭერის პირველ ბარიერად, უახლოესი მინიმუმი - 1.1234. მისი გადალახვის შემთხვევაში, მხარდაჭერის მეორე ბარიერი ნოემბრის მინიმუმი - 1.1216 იქნება. აქედან 1.1100-მდე ფასს რეალური მხარდაჭერის დონე არ ხვდება.

მაგრამ თუ ბაზარი ევროს შესყიდვისადმი ძლიერ ლტოლვას გამოავლენს, ფასს პირველ წინააღმდეგობას წინა კვირის მაქსიმუმი - 1.1370 გაუწევს. და აქვე ახლოსაა ზემოთ ნახსენები აღმავალი არხის ქვედა ხაზი, რომლის გადალახვის შემთხვევაშიც, წყვილის ფასს არხში გარკვეული ხნით დარჩენის შანსი გაუჩნდება.