დოლარის ინდექსს ზრდის შანსი აქვს

ყოველდღიური ტექნიკური ანალიზი

გასულ კვირაში დოლარის ინდექსმა მხარდაჭერის მნიშვნელოვან ზღვართან შეწყვიტა ვარდნა, რის შემდეგაც ზრდა დაიწყო. აღნიშნულ ზღვართან ერთმანეთს შეხვდა 200-დღიანი MA და აღმავალი სოლის ქვედა ტრენდული ხაზი, რომელიც უფრო მაღალ დაბლებს (ჰაიერ ლოუს) აკავშირებს.

სოლის ზედა ხაზი თითქმის ჰორიზონტალურია და რამდენიმე პიკზე გაივლის. როგორც ერთკვირიანი გრაფიკიდან ჩანს, სოლის ფორმირება გრძელდება და მის დასრულებას შესაძლოა, თვეებიც კი დასჭირდეს. შესაბამისად, მის ზედა ხაზთან შეხების (დაახლოებით 97.65-ის მიდამოებში) შემდეგ, ინდექსი ალბათ ისევ შემობრუნდება.