დოლარის ინდექსს ზრდის საბაბი აქვს

გინდა სრულყოფილად შეისწავლო ფინანსურ ბაზარზე ვაჭრობა? ჩაეწერე უფასო კურსზე

ამერიკული დოლარის ინდექსი ბოლო ორი კვირის მაქსიმალურ მაჩვენებლამდე არის გაზრდილი, თუმცა ზრდის პოტენციალი ჯერაც არ ამოუწურავს. ინდექსი 2017 წლის იანვარში დაწყებული ტრენდული ხაზისკენ მიემართება, რომელთანაც ახლოსაა, კიდევ ერთი ტრენდული ხაზი, რომელიც ნოემბრიდან მოდის.

როგორც ამ 1-დღიან გრაფიკზე ჩანს, ინდექსი ორ - რაღმავალ და აღმავალ ტრენდულ ხაზებს შორის მოძრაობს, რომლებიც სოლისებრ ფორმაციას აყალიბებენ. ბაზარზე კვლავაც დაბალი ვოლატილობაა, რომელსაც ჯერჯერობით, ზრდის პერქპექტივა არ აქვს. ამიტომ, ინდექსი დიდი ალბათობით, სოლის შიგნით მოძრაობას გააგრძელებს.

მიმდინარე ტენდენციის გათვალისწინებით, ინდქსი ზრდას გააგრძელებს და სოლის ზედა ხაზთან მიახლოების შემდეგ, დაახლოებით 97.25-თან, შემობრუნებას ეცდება.