დოლარის ინდექსი აღმავალი სოლის ზედა ზღვართან

ყოველდღიური ტექნიკური ანალიზი

ამერიკული დოლარის ინდექსი (DXY) მჭიდროდ მიუახლოვდა აღმავალი სოლის ზედა ზღვარს, რომლიდანაც შემობრუნება არაერთხელ მოხდა. რამდენადაც სოლის ფორმირება, რომელიც უკვე რამდენიმე თვეა, რაც გრძელდება, არ დასრულებულა, დიდია ალბათობა იმისა, რომ ინდექსი მალე ქვევით წამოვა.

სოლის დავიწროებასთან ერთად, იზრდება მისი გარღვევის შანსი. რომელი მიმართულებით მოხდება ეს, ამჟამად ამის თქმა ძნელია. გარღვევასთან ერთად, გაიზრდება ვოლატილობა, რასაც მკვეთრი მოძრაობა უნდა მოჰყვეს. ეს კი იმ წყვილებზეც იმოქმედებს, რომლებშიც ამერიკული დოლარი მონაწილეობს.