დოლარის ინდექსი აღმავალი სოლის ზედა ზღვარს უახლოვდება

გინდა სრულყოფილად შეისწავლო ფინანსურ ბაზარზე ვაჭრობა? ჩაეწერე უფასო კურსზე

დოლარის ინდექსის ფორმირებაში, ევროზე დაახლოებით 57 პროცენტი მოდის. შესაბამისად, ინდექსი ევროპული ვალუტის საპირისპიროდ მოძრაობს. თუ ევრო იზრდება, დოლარის ინდექსი კლებულობს და პირიქით. ამჯერადაც რა თქმა უნდა, ასეა. ევრო-დოლარის ფასი მხარდაჭერის ძლიერ დონეს უახლოვდება, დოლარის ინდექსი კი აღმავალი სოლის ზედა ზღვარისკენ მიიწევს.

შემცირებული ვოლატილობის ფონზე, დიდი ალბათობა იმისა, რომ ინდექსი სოლის შიგნით დარჩება და ესე იგი, მის ზედა ზღვართან შეხების (ან მიახლოების შემდეგ), კლებას დაიწყებს. და რაც უფრო დიდხანს გაგრძელდება სოლის ფორმირება, მისი გარღვევა (რომელიმე მიმართულებით) მით უფრო ძლიერ მოძრაობას გამოიწვევს და ვოლატილობასაც გაზრდის.