ამერიკული დოლარი კვლავ სოლის შიგნით რჩება

ყოველდღიური ტექნიკური ანალიზი

ამერიკული დოლარის ინდექსი კვლავ აგრძელებს იმ აღმავალი სოლის ფარგლებში მოძრაობას, რომლის ფორმირებაც სექტემბერში დაიწყო. დაბალი ვოლატილობა კვლავაც განაპირობებს სოლში მოძრაობას და როგორც დღიურ გრაფიკზე ჩანს, ეს მოძრაობა ჯერჯერობით გაგრძელდება. მაგრამ წვერთან მიახლოებასთან ერთად, გაიზრდება იმის შანსი, რომ ინდექსი სოლიდან გამოვა და ერთ-ერთ მიმართულებას აირჩევს.

თუმცა ყოველივე სულაც არ ნიშნავს, რომ სავალუტო ბაზარზე სრული შტილია. უახლოესი მომავლისთვის ინდექსს ორი მიზან აქვს - ერთი ზოლის ზედა ზღვართან, რომელსაც ამჟამად უახლოვდება, მეორე კი ქვედა ზღვართან, სადაც ასევე ახლოსაა 200-დღიანი მოძრავი საშუალო.

აღნიშნული სოლის შიგნით, ინდექსი უფრო მომცრო ზომის, დაღმავალ სოლში მოძრაობს (კარგად ჩანს 4-საათიან გრაფიკზე) და იქაც დამამთავრებელ ფაზაშია. ხანმოკლე პოზიციებისთვის მნიშვნელოვანი იქნება, თუ რომელი მიმართულებით გადალახავს ინდექსი ამ პატარა სოლის ფარგლებს.