USDJPY წინააღმდეგობის ზღვარს მიუახლოვდა

ყოველდღიური ტექნიკური ანალიზი

ამერიკული დოლარი ბოლო დღეებში, იენის გარდა, თითქმის ყველა ძირითად ვალუტასთან დასუსტდა. იაპონურ ვალუტასთან კი, ისევე როგორც ბოლო სამ კვირაში, ზრდა გააგრძელა. თუმცა ეს მოძრაობა არაა ძლიერი და უკვე მიუახლოვდა ძლიერ წინააღმდეგობას, რომელსაც დაღმავალი არხის ზედა ზღვარი ქმნის (დღიური გრაფიკი).

გარდა ამისა, 4-საათიან გრაფიკზე ჩანს, რომ წყვილმა პრაქტიკულად დაასრულა აღმავალი სოლის ფორმირება, რასაც კლება უნდა მოჰყვეს. თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ წყვილი დაღმავალ ტრენდშია, შეიძლება ითქვას, რომ მას ვარდნის რეალური პოტენციალი გააჩნია.