USDJPY: ტალღური ანალიზი (21-28 დეკემბერი)

ყოველდღიური ტექნიკური ანალიზი

ამ წყვილზე კვლავ ძალაშია კლების შესაძლებლობა. შემობრუნების სავარაუდო წერტილია 112.19.

ძირითადი სცენარი: მოკლე პოზიციები აქტუალურია, როცა ფასი 112.19 იენზე დაბლაა და კორექციას ასრულებს. მიზანია 109.50-108.33 არეალი.

ალტერნატიული სცენარი: 112.19-ის აღმა გადალახვის და ფასის მის ზევით დარჩენის შემთხვევაში, სცენარი იცვლება. ამ შემთხვევაში, ფასს 113.66 იენამდე ასვლის პერსპექტივა აქვს.

 

ანალიზი: დღიური გრაფიკის შესაბამისად შეიძლება თქმა, რომ მიმდინარეობს კორექციული C (მწვანე) ტალღის ფორმირება, რომელსაც უკვე დასრულებული აქვს 1-ლი ტალღა და ამჟამად ფასი კორექციას (ტალღა 2) გადის.

4-საათიან გრაფიკზე სწორედ ეს კორექციული ტალღაა გაშლილი. შესრულდა 2 ტალღის a და b ქვეტალღები და ამ ეტაპზე, ფასი c, იმპულსურ ტალღაზეა. აქ i და ii ქვეტალღების დასრულების შემდეგ, ფასი iii ტალღაზეა, რომელზეც მეოთხე (iv) კორექციული ტალღის ფორმირება იწყება. 1-საათიან გრაფიკზე სწორედ ამ iv ტალღის ფორმირების პროცესია გაშლილი.

თუ ეს ვარაუდი მართებულია, მაშინ წყვილის ფასის კლება 109.50-108.33 არეალამდე უნდა გაგრძელდეს. ამ ვარაუდისთვის კრიტიკული დონეა 112.19.