USDJPY შესაძლოა ზრდის დასაწყებად ემზადება

გინდა სრულყოფილად შეისწავლო ფინანსურ ბაზარზე ვაჭრობა? ჩაეწერე უფასო კურსზე

USDJPY-ს სტრუქტურა მიგვანიშნებს, რომ შესაძლოა, შუალედური ტალღა Ⓧ დასრულდა. მას სამმაგი ზიგზაგის ფორმა ჰქონდა, რომელიც (W)-(X)-(Y)-(X)-(Z) ქვე-ტალღებისგან შედგება.

ზედა გრაფიკზე ჩანს, რომ ტალღა Ⓧ-ის დასრულების შემდეგ, შესრულდა აღმავალი ტალღა, რომელიც შესაძლოა ახალი იმპულსის დასაწყისია. თუ ასეა, ეს იქნება ტალღა (1), რომლის დასრულების შემდეგაც, უკვე დაწყებულია კორექციული ტალღა (2). ის დიდი ალბათობით, ტალღა (1)-ის 61.8 პროცენტს გადაფარავს. მისი დასრულების შემდეგ, სტარტს აიღებს მძლავრი ტალღა (3), რომელიც სავარაუდოდ, წყვილს 106.53 დონეზე აიყვანს.

ალტერნატიული სცენარის შესაბამისად, შუალედური ტალღა Ⓧ ჯერ არ დასრულებულა. თუ ასეა, მაშინ ზემოთ ნახსენები სამმაგი ზიგზაგის ბოლო საფეხური ჯერაც ფორმირების ეტაპზეა. ესაა ტალღა (Z), რომელსაც ორმაგი ზიგზაგის (W-X-Y) ფორმა უნდა ჰქონდეს.

აღნიშნულ ტალღასთან ერთად, წყვილი შესაძლოა 102.58 დონემდე შემცირდეს.