USDJPY სავარაუდოდ, აღმასვლას გააგრძელებს

გინდა სრულყოფილად შეისწავლო ფინანსურ ბაზარზე ვაჭრობა? ჩაეწერე უფასო კურსზე

USDJPY-ის გრაფიკი მიგვანიშნებს, რომ შესაძლოა, წყვილი Ⓦ-Ⓧ-Ⓨ-Ⓧ-Ⓩ აღმავალ სამმაგ ზიგზაგს აყალიბებს. ამასთან, ამ ხუთი ტალღიდან პირველი ოთხი უკვე დასრულდა და ამჟამად ბოლო, Ⓩ ტალღის ფორმირება მიმდინარეობს. ის (W)-(X)-(Y) ორმაგი ზიგზაგის სახეს ღებულობს.

ამათგან (W) ტალღა დასრულდა და ამჟამად შუალედური (X) ტალღის ჩამოყალიბება გრძელდება, რომელიც სავარაუდოდ, ორმაგი ზიგზაგის ფორმას მიიღებს და 109.10-ის სიახლოვეს დასრულდება.

(X) ტალღის შემდეგ, დაიწყება ფინალური (Y) ტალღა, რომელიც სავარაუდოდ, 111.93-ს მიაღწევს.

არსებობს ალტერნატიული სცენარიც, რომლის მიხედვითაც, შუალედური Ⓧ ტალღა ჯერ არ დასრულებულა. ამ ვერსიის შესაბამისად, აღნიშნულ ტალღას (W)-(X)-(Y) ორმაგი ზიგზაგის ფორმა ექნება. მათგან პირველი ტალღა სამმაგი ზიგზაგია, (Y) ტალღა კი სავარაუდოდ, ორმაგი ზიგზაგის სახეს მიიღებს. თუ ასეა, ამ ორმაგი ზიგზაგის პირველი ორი ქვე-ტალღა - W და X, უკვე დასრულდა. შესაძლოა, Y ქვე-ტალღასთან ერთად, წყვილის ფასი 108.48-მდე დაეშვას. ამ დონეზე, Ⓧ ტალღა Ⓨ ტალღის სიგრძის 76.4 პროცენტს გადაფარავს.

ამის შემდეგ დაიწყება აღმავალი (Y) ტალღა, რომელთან ერთადაც, წყვილის ფასი 111.69-ს მიაღწევს.