USDJPY - სამმაგი დაღმავალი ზიგზაგი ბოლო ეტაპზეა

გინდა სრულყოფილად შეისწავლო ფინანსურ ბაზარზე ვაჭრობა? ჩაეწერე უფასო კურსზე

USDJPY-ის მიმდინარე სტრუქტურა მიგვანიშნებს, რომ შესაძლოა, ფასი დაღმავალ შუალედურ ტალღა Ⓧ-ს მიჰყვება. საერთო სურათში დიდი სამმაგი ზიგზაგი ჩანს, რომელიც (W)-(X)-(Y)-(X)-(Z) ტალღების ბმისგან შედგება. და ამჟამად მისი ბოლო ტალღა - (Z) ყალიბდება.

ტალღა (Z)-ს ორმაგი ზიგზაგის ფორმა აქვს, რომელიც მომცრო W-X-Y ქვე-ტალღებისგან შედგება. და ამჟამად ფასი ბოლო მათგანს დაბლა მიუყვება. Y-თან ერთად, შესაძლოა ფასი 103.17-ს მიდამოებში დაეშვას. ამ დონეზე, Y-ის შემადგენელი ქვე-ტალღა ⓒ-ს სიგრძე, ⓐ-ს სიგრძის 78.6 პროცენტს მიაღწევს.

ალტერნატიული სცენარის შესაბამისად, ჩამოყალიბების ეტაპზეა დაღმავალი W-X-Y ზიგზაგი. ამ სამიდან დასრულებული სახე აქვს W ზიგზაგს და ამჟამდ წყვილის ფასი შუალედურ ტალღა X-ს აღმა მიჰყვება, რომელსაც ასევე ზიგზაგური ⓐ-ⓑ-ⓒ სტრუქტურა აქვს. ამათგან პირველი ორი დასრულდა და ამჯერად აღმავალი იმპულსური ⓒ ყალიბდება. მასთან ერთად, ფასი ალბათ 105.69-ს მიაღწევს, სადაც უახლოესი მაქსიმუმი იმყოფება.