USDJPY სამკუთხედის ფორმირებას აბოლოებს

ყოველდღიური ტექნიკური ანალიზი

ჯერომ პაუელის ნიუ იორკში გამოსვლის შემდეგ, დოლარმა პოზიციების დათმობა დაიწყო, მათ შორის, იაპონურ იენთან წყვილშიც. ამის მიზეზი ისაა, რომ ინვესტორთა შეფასებით, პაუელის გამოსვლა მტრედული იყო. ამან დოლარი-იენის წყვილის 1-დღიან გრაფიკზე, ოქტომბერში დაწყებული სამკუთხედის ფორმირების გაგრძელებას შეუწყო ხელი.

ფასის მოძრაობას ორივე მიმართულებით, სწორედ ამ სამკუთხედის გვერდები ზღუდავს. და უახლოეს პერიოდში ეს ძირითადი ფაქტორი უნდა იყოს. როგორც წესი, სამკუთხედს მკვეთრი მოძრაობა უნდა მოჰყვეს. მიმართულებას კი გარღვევა განსაზღვრავს.

საით წავა ფასი? ამას მალე ვნახავთ. ამ ეტაპზე იმის თქმა შეიძლება, რომ სამკუთხედი იმ წინააღმდეგობის ზონის (114.00-114.70-ს შორის) სიახლოვეს იქმნება, რომელმაც სათავე შარშან მაისში აღო და რომლის გადალახვასაც წყვილის ფასი მას შემდეგ ვერ ახერხებს. ამიტომ შეიძლება ითქვას, რომ ეს ფეთქებადი ზონაა - თუ მისი (11.473-ის ზევით) გადალახვა მოხერხდა, მივიღებთ მკვეთრ აღმასვლას და შემობრუნების შემთხვევაში, ვარდნაც მკვეთრი იქნება. მეორე შემთხვევაში, ფასმა სამკუთხედის ქვედა გვერდი უნდა გაარღვიოს. ორივე შემთხვევაში, გარღვევას დასადასტურებელი იქნება...