USDJPY კორექციული ზიგზაგის ფორმირებას ცდილობს

გინდა სრულყოფილად შეისწავლო ფინანსურ ბაზარზე ვაჭრობა? ჩაეწერე უფასო კურსზე

USDJPY წყვილის ახლანდელი სტრუქტურა, შესაძლოა კორექციულ მოძრაობას წარმოადგენს, რა დროსაც, ზიგზაგის Ⓑ ტალღის ჩამოყალიბების პროცესშია. ამ 1-საათიან გრაფიკზე ჩანს, რომ უკვე დასრულდა Ⓐ ტალღის ფორმირება, რასაც Ⓑ და Ⓒ ტალღები უნდა მოჰყვეს. ამჟამად ფასი Ⓑ ტალღაზე მუშაობს.

სავარაუდოდ, წყვილის ფასს ჯერ Ⓑ ტალღის (A) ქვეტალღის ფორმირება არ დაუსრულებია. მოყვანილი გრაფიკის შესაბამისად, Ⓑ ტალღა 109.25-ის მახლობლად, (C) ქვეტალღით უნდა დაკომპლექტდეს. ეს იქნება Ⓐ ტალღის ფიბონაჩის 78.6 პროცენტის დონეზე.

არსებობს ამის ალტერნატიული ვარაუდიც, რომლის შესაბამისადაც, Ⓐ იმპულსური ტალღა ჯერ დასრულებული არ არის. ამ შემთხვევაში, ამჟამინდელი აღმავალი ტალღა არის (4) კორექციული ტალღის C ქვეტალღა. ის დაახლოებით 108.77-თან დასრულდება. (4) ტალღას კი (5) მოჰყვება, რომელიც 107.50-ის ქვემოთ უნდა დასრულდეს.