USDJPY – კორექცია შესაძლოა დასრულებულია

გინდა სრულყოფილად შეისწავლო ფინანსურ ბაზარზე ვაჭრობა? ჩაეწერე უფასო კურსზე

ზედა გრაფიკზე ჩანს, რომ ტალღა ② დასრულდა და წყვილის ფასი აღმასვლის განახლებას ცდილობს. სავარაუდდ, იანვრის მინიმუმით (107.65) დასრულდა ტალღა b, რაც ნიშნავს, რომ ტალღა c-ს დასაკომპლექტებლად, ხარული 5-ტალღიანი მოძრაობაა საჭირო.

თუ ეს ასეა, მაშინ წყვილის ფასს ახალი დაწყებული უნდა ჰქონდეს ტალღა ③-ის ფორმირება და ეს 5-ტალღიანი იმპულსური მოძრაობა, სულ ცოტა, 110.30-მდე მიგვიყვანს, სადაც პირველი ტალღა დასრულდა.

მაგრამ თუ წყვილი ასეთ განვითარებას არ შემოგვთავაზებს, ეს ნიშნავს, რომ პირველად კორექციული ტალღა ② ჯერ არ დასრულებულა. თუ ასეა, მაშინ დაღმავალი კორექცია ზიგ-ზაგ ⓦ-ⓧ-ⓨ-ⓧ-ⓩ-ს სახეს მიიღებს და წყვილის ფასი ვარდნას განაახლებს და 108.24 დონეს მიაღწევს, რაც არის ტალღა 1-ის სიგრძის ფიბონაჩის შემობრუნების 78.6%-იანი დონე.