USDJPY გარღვევის მოლოდინშია

გინდა სრულყოფილად შეისწავლო ფინანსურ ბაზარზე ვაჭრობა? ჩაეწერე უფასო კურსზე

იაპონური იენი რამდენიმე ვალუტასთან წყვილში, მეტნაკლებად მშვიდ რეჟიმში იმყოფებოდა, თუმცა როგორც ჩანს, მალე გააქტიურდება. ყველაზე დიდი წყვილი, რომელიც ამერიკულ დოლართან აქვს, აღმავალი სოლის აპექსს უახლოვდება და ამობრუნებულ ჰედ ენდ შულდერსს (თავი და მხრები) აყალიბებს.

ეს პატერნი წყვილის აშკარად ხარულ მიმართულებაზე მიგვანიშნებს, თუმცა მთავარი მაინც აღმავალი სოლია. მისი გადალახვის შემთხვევაში, წყვილს მიყოლებით რამდენიმე წინააღმდეგობა შეხვდება დაღმავალი ტრენდული ხაზების სახით.

დაბლა გარღვევის შემთხვევაში, ფასს პირველ მხარდაჭერად, აგვისტოში დაწყებული დაღმავალი ტრენდული ხაზი შეხვდება, რომლიდანაც ოქტომბერში საკმაოდ ძლიერი არეკვლა მოხდა. ამჯერად აღმასვლა უფრო აქტუალურია, თუმცა სამწლიანი ტრენდი წყვილს მაინც ქვევით ექაჩება, რაც აუცილებლად გასათვალისწინებელია.