USDJPY აღმავალ არხში რჩება

ყოველდღიური ტექნიკური ანალიზი

იანვრის „ფლეშ ქრეშის“ შემდეგ, USDJPY-ის ფასი ნელა, მაგრამ სტაბილურ აღმასვლას აგრძელებს. ფასი ვიწრო არხში მოძრაობს და როგორც ჩანს, მის დატოვებას ჯერ არც აპირებს. არხის ზედა ან ქვედა ზღვართან შეხება, ან მიახლოება, შემობრუნებას იწვევს. ამასთან, არხის მიმართულების შესაბამისად, მუდმივად ფიქსირდბა უფრო მაღალი მაღლები (HH) და მაღალი დაბლები (HL).

არხი ამ წყვილზე ვაჭრობას აადვილებს. მისი რომელიმე მიმართულებით გარღვევა, ამავე მიმართულებით მოძრაობის გაგრძელებას გამოიწვევს, რაც ამ წყვილს ბაზრის მოთამაშეებისთვის მიმზიდველობას ანიჭებს.

აღნიშნული ტრენდის კულმინცია 113.00-ის სიახლოვეს არის მოსალოდნელი, სადაც ორი საპირისპირო ტრენდული ხაზი შეხვდება ერთმანეთს. ამ ორიდან უფრო ძველი და როგორც ჩანს, უფრო ძლიერი ტრენდი დაღმავალია და მისი ხაზი ოქტომბრის (114.54) და ნოემბრის (114.19) პიკებს აკავშირებს. მისი დაწყებიდან მოყოლებული, წყვილის ფასს ეს ხაზი ერთხელაც არ გადაულახავს.