USDCNH - კორექცია ზიგზაგით

გინდა სრულყოფილად შეისწავლო ფინანსურ ბაზარზე ვაჭრობა? ჩაეწერე უფასო კურსზე

დოლარი-იუანის წყვილი აშკარად ხარულ სტრუქტურას ავითარებს და ამ ეტაპზე, უკვე დასრულებული სახე აქვს იმპულსურ ტალღა ①-ს, რომელიც წინააღმდეგობის დონე 7.00-ის ყალბი გარღვევით მოხდა. ამას მოჰყვა დაღმავალი კორექცია ტალღა ②-ით, რომელსაც სტანდარტული ზიგზაგის სახე აქვს.

კორექცია სამტალღიანი უნდა იყოს და ის (A)-(B) და (C) ქვეტალღების სახით ჩამოყალიბდება. ამასთან, (A)-ს უკვე დასრულებული სახე აქვს და შესაძლოა, ჩამოყალიბება დაიწყო (B) ტალღამ, რომელიც ჩვეულებრივ, ტალღა (A)-ს 61.8%-ის დონეზე ადის ხოლმე. ამ შემთხვევაში, აღნიშნულ ტალღას, ფასის 6.998-მდე აყვანა შეუძლია.

ტალღა (B)-ს დასრულების შემდეგ, ფასი ტალღა (C)-სთან ერთად დაეშვება და სავარაუდოდ, 6.933 დონეს მიაღწევს, რაც ტალღა ①-ის სიგრძის 50%-იან დონეს ემთხვევა. თუმცა არაა გამორიცხული, რომ ფასი უფრო დაბლაც დაეშვას.

მაგრამ არსებობს ალტერნატიული სცენარიც (მეორე გრაფიკი), რომლის შესაბამისადაც, ტალღა ① ჯერ არ დასრულებულა და მის ფარგლებში, ტალღა (4)-ის სახით, სამ ქვეტალღიანი კორექცია შესრულდა, რასაც ტალღა (5) და მასთან ერთად, ტალღა ①-ის დასრულება უნდა მოჰყვეს. ამ შემთხვევაში, ფასს 7.023-მდე ასვლის შანსი აქვს, რადგან ტალღა (5)-ს სიგრძე ხშირად ტალღა (4)-ის სიგრძის 127.2%-ს შეადგენს ხოლმე.