USDCHF წყვილმა ბოლო ორი წლის მაქსიმუმი განაახლა

გინდა სრულყოფილად შეისწავლო ფინანსურ ბაზარზე ვაჭრობა? ჩაეწერე უფასო კურსზე

USDCHF წყვილმა 2017 წლის იანვრის შემდეგ უმაღლესი მაჩვენებელი განაახლა. აპრილის განმავლობაში წყვილის ფასი 2.3 პროცენტით არის გაზრდილი. შვეიცარიული ფრანკი დოლართან მიმართებით, სხვა ვალუტებთან შედარებით, ყველაზე მეტად გაუფასურდა.

წყვილის ფასმა, აღმავალი სოლის ზედა ზღვარის გადალახვა შეძლო. ბლუმბერგი ვარაუდობს, რომ ფრანკის ვარდნას იმ ტრეიდერთა აქტივობა იწვევს, რომლებიც ურისკო აქტივებს შორის, უპირატესობას იენს ანიჭებენ და არა ფრანკს. ანალიტიკოსები ფიქრობენ, რომ როგორც ვალუტა, ფრანკი ტრეიდერთათვის მიმზიდველობას 2015 წლიდან კარგავს. როდესაც რისკებისგან თავშესაფარი აქტივი ესაჭიროებათ, ტრეიდერები სულ უფრო ხშირად ეტანებიან იაპონურ იენს და არა შვეიცარიულ ფრანკს. უფრო მეტიც, ბოლო დროს ამ მხრივ ფრანკს ევროც ჯობნის.