USDCHF -შესაძლოა იმპულსური ტრენდი იწყება

გინდა სრულყოფილად შეისწავლო ფინანსურ ბაზარზე ვაჭრობა? ჩაეწერე უფასო კურსზე

USDCHF-ს ამჟამინდელი სტრუქტურა მიგვანიშნებს, რომ შესაძლოა, დაღმავალი სამმაგი ზიგზაგი Z დასრულდა და სტარტს იღებს აღმავალი მოძრაობა, რომელზეც უკვე შესრულდა იმპულსური ტალღა (1). ამასთან, უკვე დაწყებულია კორექციული ტალღა (2).

ამ სცენარის მართებულობის შემთხვევაში, უახლოეს მომავალში მოსალოდნელია ამ კორექციის შემადგენელი მცირე იმპულსური ტალღა C-ს განვითარება, რაც ტალღა (2)-ს დაასრულებს. სავარაუდოდ, მასთან ერთად, წყვილის ფასი 0.908-ს მახლობლად დაიწევს, სადაც ტალღა (2)-ის სიგრძე, ტალღა (1)-ის სიგრძის 50 პროცენტს მიაღწევს.

ამის შემდეგ დაიწყება მძლავრი იმპულსური ტალღა (3), რომელთან ერთადაც, წყვილის ფასი 0.929 დონეს (შუალედურ ტალღა Ⓧ-ის წვერო) ასცდება.

ალტერნატიული სცენარის შესაბამისად, ტალღა Z ჯერ არ დასრულებულა. ამ შემთხვევაში, ჩამოყალიბების სტადიაზეა მისი შემადგენელი ფინალურ ზიგზაგი Ⓩ. მის ფარგლებში, შუალდური ხარისხის ტალღა (B) უკვე დასრულდა. ამ ეტაპზე, დაღმავალი იმპულსური ტალღა (C) ყალიბდება, რომელზეც ჯერ მხოლოდ პირველი ტალღაა დასრულებული. მასთან ერთად, წყვილის ფასი ალბათ 0.892-მდე ჩავა, სადაც (A) და (C) ტალღებს თანაბარი სიგრძე ექნება.