USDCHF - სამკუთხედის ფორმირება თითქმის დასრულდა

გინდა სრულყოფილად შეისწავლო ფინანსურ ბაზარზე ვაჭრობა? ჩაეწერე უფასო კურსზე

USDCHF-ს მიმდინარე სტრუქტურა მიგვანიშნებს, რომ სახეზეა აღმავალი ზიგზაგი, რომელიც Ⓐ-Ⓑ-Ⓒ ქვეტალღებისგან შედგება. მათგან 5-ტალღიანი იმპულსური Ⓐ ტალღა დასრულებულია, Ⓑ ტალღა კი როგორც ჩანს, (A)-(B)-(C)-(D)-(E) ტალღებისგან შემდგარ სამკუთხედს აყალიბებს. ამათგან (E) ტალღის გარდა ყველას დასრულებული ფორმა აქვს.

შესაძლებელია ალტერნატიული ვარიანტიც (ქვედა გრაფიკი). მის შესაბამისად, Ⓑ ტალღა უკვე დასრულდა. და თუ ასეა, წყვილს იმპულსური Ⓒ ტალღა დაწყებული აქვს და (1) და (2) ტალღები სწორედ ამ აღმასვლის პირველი ნაბიჯებია. Ⓒ ტალღასთან ერთად, წყვილის ფასი მინიმუმ 0.990-ს მიაღწევს, რაც Ⓐ ტალღის მაქსიმალური წერტილია.