USDCHF-ის ამჟამინდელი სტრუქტურა მიგვანიშნებს, რომ შესაძლოა, წყვილის ფასი აღმავალ ზიგზაგში მოძრაობას აგრძელებს და მისი ბოლო საფეხური დაიწყო. აღნიშნული ზიგზაგი Ⓐ-Ⓑ-Ⓒ ტალღებისგან შედგება. მათგან Ⓐ ტალღა, რომელსაც 5-ტალღოვანი იმპულსის ფორმა აქვს და Ⓑ ტალღა, რომელიც მარტივი ზიგზაგია, დასრულებულია.
სავარაუდდ, Ⓐ-ს მსგავსად, Ⓒ ტალღაც იმპულსური იქნება და შესაბამისად, ხუთი ქვე ტალღის სახით ჩამოყალიბდება. ის წყვილის ფასს სულ ცოტა, 0.9896-მდე აიყვანს, სადაც Ⓐ ტალღა დასრულდა.
ალტერნატიული სცენარით, მიმდინარეობს დაღმავალი სამმაგი ზიგზაგის ჩამოყალიბება, რომელიც w-x-y-x-z ტალღებისგან შედგება. ქვედა გრაფიკზე ჩანს, რომ აღნიშნული ხუთი ტალღიდან, პირველი ოთხი უკვე დასრულდა. ამათგან მეორე შუალედურ x ტალღას სამკუთხედის ფორმა აქვს, რომლის დასრულებისთანავე, წყვილი z ტალღასთან ერთად, დაბლა დაეშვა.
z ტალღა პირველადი Ⓐ-Ⓑ-Ⓒ ტალღებისგან შედგება, რომელთაგან პირველი ორი დასრულებულია და ამჟამად წყვილის ფასი იმპულსურ Ⓒ ტალღას მიჰყვება, რომელიც თავის მხრივ, (1)-(2)-(3)-(4)-(5) ქვე ტალღებისგან შედგება. ამათგან დასრულებული მხოლოდ პირველია.