USDCHF - მარტივი ან სამმაგი ზიგზაგის ბოლო ეტაპი

გინდა სრულყოფილად შეისწავლო ფინანსურ ბაზარზე ვაჭრობა? ჩაეწერე უფასო კურსზე

USDCHF-ის მიმდინარე სტრუქტურა მიგვანიშნებს, რომ სახეზეა სამმაგი ზიგზაგი, რომელიც ტალღა z-თან ერთად დასრულდება, რომელიც თავის მხრივ, Ⓐ-Ⓑ-Ⓒ ზიგზაგისგან შედგება.

ამ სამი ტალღიდან, ტალღა Ⓐ იმპულსური 5-ტალღიანი სტრუქტურაა, ტალღა Ⓑ კი სამკუთხედია, რომელიც (A)-(B)-(C)-(D)-(E) ტალღებისგან შედგება. ორივე უკვე დასრულებულია და დაიწყო დაღმავალი ტალღა Ⓒ-ს ჩამოყალიბება, რომელმაც შესაძლოა, წყვილის ფასი 0.888-ის მიდამოებში ჩაიყვანოს. ამ დონეზე, ტალღა Ⓒ-ს სიგრძე, ტალღა Ⓐ-ს სიგრძის 161.8 პროცენტს მიაღწევს.

ალტერნატიული სცენარის შესაბამისად, ტალღა z სამმაგი ზიგზაგის ფორმით ვითარდება და ის Ⓦ-Ⓧ-Ⓨ-Ⓧ-Ⓩ ტალღებისგან შედგება.

ამათგან Ⓦ და Ⓧ ტალღები დასრულებულია, ტალღა Ⓨ კი სავარაუდოდ, 0.911-ის სიახლოვეს დასრულდება. ამ დონეზე, ტალღა Ⓨ-ის ბოლო ტალღა (C)-ს სიგრძე, ტალღა (A)-ს სიგრძის 138.2 პროცენტს მიაღწევს. ამის შემდგ დაიწყება აღმასვლა ტალღა Ⓧ-თან ერთად, რომელიც წყვილს 0.9328-ს სიახლოვეს აიყვანს, სადაც ტალღა Ⓧ-ის სიგრძე, ტალღა Ⓨ-ის სიგრძის ნახევარი იქნება. ბოლოს კი სურათს დაღმავალი ტალღა Ⓩ (ტალღა z-ის დამაბოლოებელი) დაასრულებს.