USDCHF - აღმასვლა ჯერ არ დასრულებულა

გინდა სრულყოფილად შეისწავლო ფინანსურ ბაზარზე ვაჭრობა? ჩაეწერე უფასო კურსზე

USDCHF-ის მიმდინარე სტრუქტურა მიგვანიშნებს, რომ შესაძლოა, დასრულებულია კორექციული ტალღა x და ამჟამად ვითარდება აღმავალი ზიგზაგი, რომელსაც სამტალღოვანი (Ⓐ, Ⓑ, Ⓒ) სტრუქტურა ექნება.

ამ ეტაპზე, ჯერაც არ დასრულებულა ტალღა Ⓐ, რომელიც შუალედური (1)-(2)-(3)-(4)-(5) ტალღების სახით ყალიბდება. უკვე დასრულდა პირველი სამი ტალღა და ამჟამად წყვილის ფასი ტალღა (4)-ს მიჰყვება. სავარაუდოდ, მისი სიგრძე, იმპულსურ ტალღა (3)-ის 50 პროცენტს მიაღწევს და ის 0.9650-თან დასრულდება. ტალღა (5) დაასრულებს Ⓐ-ს ფორმირებას, რომელიც სავარაუდოდ, ფასს 0.9902-ზე (ტალღა(3)-ს წვერო) მაღლა აიყვანს.

ალტერნატიული სცენარით, ტალღა Ⓐ უკვე დასრულდა და ამჟამად ფასი ტალღა Ⓑ-ს მიჰყვება, რომელსაც სამტალღოვანი - (W)-(X)-(Y) სტრუქტურა აქვს. ტალღა Ⓑ-ს დასრულების სავარაუდო დონე არის 0.945, რაც არის ტალღა Ⓐ-ს სიგრძის 61.8%. ამ ტალღის დასრულების შემდეგ, დაიწყება აღმავალი ტალღა Ⓒ, რომელმაც ფასი ტალღა Ⓐ-ზე მაღლა უნდა აიყვანოს.