USDCAD სამკუთხედს ამთავრებს

გინდა სრულყოფილად შეისწავლო ფინანსურ ბაზარზე ვაჭრობა? ჩაეწერე უფასო კურსზე

როგორც USDCAD-ის გრაფიკზე ჩანს, უკვე სამი თვეა, რაც სამკუთხედის ჩამოყალიბება გრძელდება. ეს არის აღმავალ ტალღა Ⓒ-ს კორექციული ქვეტალღა (4), რომელიც ტავის მხრივ, ხუთი - A-B-C-D-E ქვეტალღისგან შედგება. ამათგან პირველ ოთხს უკვე დასრულებული სახე აქვს. ამჟამად ფასი ბოლო, ტალღა E-ში მოძრაობს, რომელსაც ⓐ-ⓑ-ⓒ ზიგზაგის ფორმა უნდა ჰქონდეს.

ტალღა E-სთან ერთად, ფასი შესაძლოა 1.38-მდე დაეცეს, რაც სამკუთხედის ქვედა გვერდი და მხარდაჭერის დონეა. მას A და C ტალღებს შორის გავლებული ხაზი აყალიბებს.

როგორც ყოველთვის, ასევე შესაძლებელია ალტერნატიული სცენარის განხილვა, რომლის შესაბამისადაც, სამკუთხედს და მასთან ერთად, ტალღა (4)-ს უკვე ჩამოყალიბებული სახე აქვს. ეს კი ნიშნავს, რომ წყვილს ტალღა (5)-თან ერთად, აღმასვლა ელის.

ამ შემთხვევაში, უკვე შესრულებულია იმპულსური ტალღა 1 და ამჟამად ტალღა 2 ყალიბდება, რასაც ტალღა 3 უნდა მოჰყვეს. საერთო ჯამში, ტალღა (5)-მა წყვილის ფასი სულ ცოტა, ტალღა (3)-მდე, დიდი ალბათობით კი მასზე მაღლა უნდა აიყვანოს.