USDCAD კორექციას აგრძელებს

გინდა სრულყოფილად შეისწავლო ფინანსურ ბაზარზე ვაჭრობა? ჩაეწერე უფასო კურსზე

USDCAD-ის გრაფიკზე ჩანს, რომ შესაძლოა, წყვილის ფასი დაღმავალი კორექციული ზიგზაგის (რომელიც Ⓐ-Ⓑ-Ⓒ ტალღებისგან შედგება) ბოლო ფაზაშია. Ⓒ ტალღა შუალედური (1)-(2)-(3)-(4)-(5) ქვეტალღებისგან შედგება. მათგან პირველი ოთხი ტალღა უკვე დასრულდა და ამჟამად მეხუთე ტალღის ჩამოყალიბება მიმდინარეობს.

თავის მხრივ, ეს (5) ტალღაც იმპულსურია და 1-2-3-4-5 ქვე ტალღებისგან შედგება. სავარაუდოდ, ის 1.315-ის სიახლოვეს დასრულდება. ამ დონეზე, Ⓒ ტალღის სიგრძე, Ⓐ ტალღის სიგრძის 123.6 პროცენტს მიაღწევს.

ალტერნატიული სცენარის შესაბამისად, USDCAD დაღმავალ ორმაგ ზიგზაგს ასრულებს (ქვედა გრაფიკზე), რომელიც w-x-y ტალღებისგან შედგება. ამათგან, w ტალღას დასრულებული სახე აქვს და ამჟამად წყვილი ამ ორმაგი ზიგზაგის მეორე, აღმავალ ტალღა x-ს მიჰყვება, რომელიც თავის მხრივ, Ⓐ-Ⓑ-Ⓒ ქვე ტალღებისგან შედგება. ამათგანაც პირველ ორს დასრულებული სახე აქვს. Ⓒ ტალღასთან ერთად, წყვილის ფასი სავარაუდოდ 1.399-მდე ავა. ამ დონეზე, x ტალღის სიგრძე, w ტალღის სიგრძის 50 პროცენტს მიაღწევს.