USDCAD - გარღვევა წყვეტით ძლიერი ფაქტორია

გინდა სრულყოფილად შეისწავლო ფინანსურ ბაზარზე ვაჭრობა? ჩაეწერე უფასო კურსზე

ნავთობის ფასის მკვეთრი ვარდნის გამო, რაც საუდის არაბეთსა და რუსეთს შორის, მიწოდების შეკვეცასთან დაკავშირებულ უთანხმოებას მოჰყვა, ისეთი სასაქონლო ვალუტა, როგორიცაა კანადური დოლარი, მკვეთრად გაუფასურდა.

გრაფიკზე ჩანს, რომ გარღვევა წყვეტით მოხდა, რაც ფუნდამენტურ ფონთან ერთობლიობაში, მოძრაობის გაგრძელების ალბათობაზე მიანიშნებს. ანალიტიკოსები გვახსენებენ, რომ ფორექსის ბაზარზე, გარღვევა წყვეტით ხშირად არ ხდება. და როცა მსგავსი სურათი იხატება, ამას ძლიერი მოძრაობა მოსდევს ხოლმე.

წყვილის ფასმა ჯერ 2016 წელს დაწყებული ტრენდული ხაზი გაარღვია, მალე კი ამას წყვეტა მოჰყვა, რამაც 2017 წლის მაქსიმუმიც (1.3794) გადაფარა. როგორც კვირის გრაფიკზე ჩანს, წყვილის ფასს გზა გახსნილი აქვს და 2016 წლის პიკამდე (1.4700-თან) ძლიერი წინააღმდეგობა არც ელის.

ამ ყველაფრის მიუხედავად, წყვეტის თვისებიდან გამომდინარე, ის ფასს თავისკენ „მიიზიდავს“. ამ მიზიდულობის სიძლიერე უახლოეს დღეებში გამოჩნდება. წყვეტის შევსებამდე, ფასი ჯერ 1.3500-ს უნდა ჩამოსცდეს, რომლის სიახლოვესაც ორშაბათის მინიმალური მაჩვენებელი (1.3517) დაფიქსირდა.