USDCAD - 2016 წლის მაქსიმუმიდან შემობრუნდა

გინდა სრულყოფილად შეისწავლო ფინანსურ ბაზარზე ვაჭრობა? ჩაეწერე უფასო კურსზე

ნავთობზე ფასის მკვეთრი ვარდნის ფონზე, კანადური დოლარი ამერიკულთან წყვილში რეკორდულ მაჩვენებლამდე (1.4689) დაეცა, რომელიც 2016 წელს დაფიქსირდა. დიდწილად ეს ამერიკულ ვალუტაზე მოთხოვნის ზრდამაც განაპირობა.

რა არის მოსალოდნელი ამის შემდეგ? ტრენდი ზრდის შესაძლებლობაზე მიგვანიშნებს. ამჟამინდელი მოძრობაც კორექციულია. კანადურ ვალუტას ფუნდამენტური ფონიც არ უქადის ზრდას. ამერიკული დოლარი გადაყიდულია და ეს მის შემდგომ ზრდას აფერხებს. კორექციაც სწორედ ამის შედეგია.

იმ დროს, როცა კორონავირუსის გამო, მთელი მსოფლიოს ეკონომიკა პარალიზებულია, ნავთობზე მოთხოვნის და მასთან ერთად, ფასის ზრდაც, მოსალოდნელი არ არის. ეს კი ნიშნავს, რომ კანადურ დოლარს ზრდის ნაკლები საბაბი ექნება.

ამ ეტაპზე, ყველაზე ოპტიმალურ ორიენტირად შეიძლება გამოგვადგეს 2016 წლის მაქსიმუმი - 1.4689, რომლის გადალახვის (დადასტურებით) შემთხვევაშიც, წყვილის ფასი მომდევნო, 2002 წლის მაქსიმუმისკენ გაეშურება, რომელიც 1.6200-ზეა განლაგებული.