სტერლინგი სავარაუდოდ გამყარებას გააგრძელებს

გინდა სრულყოფილად შეისწავლო ფინანსურ ბაზარზე ვაჭრობა? ჩაეწერე უფასო კურსზე

GBPUSD მზადაა იმისათვის, რომ ოქტომბრის მაქსიმუმის (1.3176) განახლება სცადოს. ბრიტანული ვალუტა შესაძლოა ისე მყარად არ გამოიყურება, როგორც იენი, ევრო და კანადური დოლარი, მაგრამ დიდი შანსია იმისა, რომ დოლართან წყვილში, 1.3500 დონისკენ გაემართოს.

მარტის მინიმუმის შემდეგ, წყვილი აღმავალ არხში მოძრაობდა. სექტემბერში მისი ქვედა ზღვარი გაარღვია. მაგრამ როგორც კი ახალი მინიმუმი დააფიქსირა, მაშინვე ახალი აღმავალი არხის ფორმირება დაიწყო და ამჟამად სწორედ მას მიუყვება. ამ ეტაპზე, დღის წესრიგში ჯერჯერობით ოქტომბრის მაქსიმუმის გარღვევაა, რის შემდეგაც, წყვილის მომდევნო სამიზნე არხის ზედა ზღვარი იქნება.

თუ ოქტომბრის მაქსიმუმიდან აირეკლა, მაშინ შესაძლოა, არხის ქვედა ზღვარისკენ გაეშუროს. მხარდაჭერის შემდეგი დონეა ნოემბრის მინიმუმი (1.2853), რომელთანაც ახლოსაა აღმავალი ტრენდული ხაზი, რომელმაც სტარტი მაისში აიღო. უფრო დაბლა, წყვილს 200-დღიანი მოძრავი საშუალო და სექტემბრის მინიმუმი (1.2669) ელის.