შეძლებს თუ არა დოლარის ინდექსი ორი ძლიერი მხარდაჭერის გადალახვას?

ყოველდღიური ტექნიკური ანალიზი

დოლარის ინდექსს გასულ კვირაში მკვეთრი ვარდნა ჰქონდა, რომელიც 200-დღიან მოძრავ საშუალოსთან შეხების შემდეგ გაჩერდა. ამას მოჰყვა ინდექსის ასვლა ტრენდულ ხაზთან და იქვე გაჩერდა. ახალი კვირა იმის გაგრძელებით დაიწყო, რითაც წინა დასრულდა - ინდექსმა ზრდა გააგრძელა. ოღონდ, ჯერ ადრეა ლაპარაკი იმაზე, რომ მომდევნო დღეებშიც ასე იქნება.

მხარდაჭერის ორ ძლიერ დონესთან შეხვედრა, რეალურად ძლიერი ბარიერია და დიდი ალბათობით, ინდექსი ზრდას გააგრელებს. მაგრამ ტრენდული ხაზები ყველა შეტევას ვერ უძლებს. იგივე ითქმის გრძელვადიან მოძრავ საშუალოებზეც. და თუ ინდექსმა შეძლო ამ ორი ბარიერის გადალახვა, მაშინ მნიშვნელოვნად დაბლა ჩამოსვლის პერსპექტივაც გაეხსნება.

ვარდნის გაგრძელების შემთხვევაში, მხარდაჭერის დონეების როლს, ტრენდული ხაზიდან/200-დღიან მოძრავ საშუალოდან წინ შებრუნების (სვინგების) დონეები შეასრულებენ. 95.03-ის გავლის შემთხვევაში კი 94.0-მდე იოლი გზა გარანტირებულია. თუმცა მანამდე დიდი დროა.

და თუ ზრდა გაგრძელდა, ინდექსი გეზს აღმავალი სოლის ზედა საზღვრისკენ (კვირიანი გრაფიკი) აიღებს.