სააქციო ბაზარი USDJPY-ს დაბლა ექაჩება

ყოველდღიური ტექნიკური ანალიზი

როგორც ყოველთვის, იენი რისკებისგან თავშესაფრის როლს საუკეთესოდ ასრულებს და ამ მხრივ, გამონაკალისი არც ეს კვირა უნდა იყოს. ანალიტიკოსები სააქციო ბაზრების კლებას პროგნოზირებენ, რაც იენზე მოთხოვნის და შესაბამისად, მისი ფასის ზრდას შეუწყობს ხელს.

ასეა თუ ისე, წყვილი მხარდაჭერის რამდენიმე დონის არეალშია და თუ მათი გადალახვა შეძლო, გეზს ისევ 105-ისკენ და შემდეგ ბოლო სამი წლის მინიმალური მაჩვენებლისკენ (104.44) აიღებს.