GBPUSD ზრდას არხის ზედა საზღვრის გასწვრივ აგრძელებს

გინდა სრულყოფილად შეისწავლო ფინანსურ ბაზარზე ვაჭრობა? ჩაეწერე უფასო კურსზე

GBPUSD ისევ იმ აღმავალ არხს მიჰყვება, რომლის ჩამოყალიბებაც სექტემბერში დაიწყო. ზრდის გასაგრძელებლად საჭიროა ამ არხის ზედა საზღვრის გარღვევა, რომელსაც წყვილი დაახლოებით ორი კვირაა, არ შორდება. მაგრამ ასეც რომ მოხდეს, ფასი მალე კიდევ უფრო ძლიერ წინააღმდეგობას შეხვდება, რომელიც 2009 წლის მინიმუმია და მას შემდეგ, არაერთხელ აირეკლა წყვილის ფასის მოძრაობა.

ეს არის 1.35, რომელიც ისედაც ძლიერი წინააღმდეგობის/მხარდაჭერის დონის როლს ასრულებს ხოლმე. წყვილი ასევე ახლოსაა დაღმავალ ტრენდულ ხაზთან, რომელთან შეხვედრაც, 1.33-ის სიახლოვეს არის მოსალოდნელი. ის 2007 წელს, მრავალწლიანი მაქსიმუმის შემდეგ იღებს სათავეს და მისი გადალახვა ჯერ არ დაფიქსირებულა.

სხვათა შორის, ბოლო დაღმასვლა, რომელმაც წყვილის ფასი 1.30-ზე დაბლა ჩაიყვანა, სწორედ ამ ორი ტრენდული ხაზის გადაკვეთაზე დაიწყო (სექტემბერში).

1.35 დონიდან არეკვლა არ იქნება იმის ნიშანი, რომ დაღმავალი ტრენდი იწყება. დიდი ალბათობით, წყვილი მასზე იერიშს მალევე გაიმეორებს.