GBPUSD - წინააღდემგობებთან შეჩერდა

გინდა სრულყოფილად შეისწავლო ფინანსურ ბაზარზე ვაჭრობა? ჩაეწერე უფასო კურსზე

GBPUSD-ის ზრდა, წინააღდემგობის ერთბაშად ორ ძლიერ ხაზთან ახლოს შეჩერდა. უფრო სწორედ, მათ შორის „ისვენებს“. მათგან ერთი 2007 წელს არის დაწყებული, მეორე კი - 2018 წელს. გარდა ამისა, ფასის ჰორიზონტალზე რამდენიმე სვინგსაც ვხედავთ, რომლებიც კორონავირუსის პანდემიამდე დაფიქსირდა.

ბევრი ვარაუდობს, რომ ეს შესაძლოა ზრდის ჭერი იყოს. მაგრამ არაა გამორიცხული, რომ წყვილს „დარჩენილი საქმე“ აქვს დასამთავრებელი. თუ ასე მოხდა, გარღვევის დიდხანს ლოდინი არ მოგვიწევს. ამ შემთხვევაში, წყვილს 1.3500-ის მიდამოებში ასვლის რეალური შანსი გაუჩნდება.

მაგრამ თუ შემობრუნება მოხდა, მაშინ სურათი შეიძლება შეიცვალოს კიდეც და ხარებს უპირატესობა დათვებმა ჩამოართვან. ამ შემთხვევაში, პირველი მნიშვნელოვანი ბარიერის როლს, აგვისტოს მინიმუმი - 1.2981 შეასრულებს. მისი გადალახვის შემთხვევაში, ვარდნა უფრო ინტენსიური გახდება.