GBPUSD წინააღმდეგობის და მხარდაჭერის დონეებს შორის

გინდა სრულყოფილად შეისწავლო ფინანსურ ბაზარზე ვაჭრობა? ჩაეწერე უფასო კურსზე

უკვე თითქმის თვეა, რაც სტერლინგის და დოლარის წყვილი ამაოდ ცდილობს იმ დაღმავალი ტრენდული ხაზის გადაკვეთას, რომელიც 2018 წელს დაიწყო. წყვილმა რამდენჯერმე სცადა ამ ხაზის გადაკვეთა, მაგრამ ყოველთვის მის დაბლა ბრუნდება. იმავდროულად, მხარდაჭერის ძლიერი დონის როლს ასრულებს კიდევ ერთი დაღმავალი ტრენდული ხაზი, რომელიც კიდევ უფრო ადრე, 2014 წელს არის დაწყებული.

ამ ხაზს აძლიერებს კიდევ ერთი, უფრო მოკლევადიანი ტრენდული ხაზი, რომელიც აპრილიდან დაიწყო. ის ცოტა ხნის წინ, წინააღმდეგობის როლს ასრულებდა, მაგრამ წყვილმა შეძლო გარღვევა და ახლა მასვე მხარდაჭერის ზღუდედ იყენებს. წყვილს მასთან ამ თვეში შეხება სამჯერ ჰქონდა და სამივე შემთხვევაში ამას არეკვლა მოჰყვა. და არის კიდევ ერთი მხარდაჭერის ხაზი, რომელსაც სათავე ივნისის ბოლოს აქვს.

რა მიმართულებას აირჩევს წყვილი, ამას ალბათ ამ დღეებში ვნახავთ.