GBPUSD: ტალღური ანალიზი (10-14 დეკემბერი)

ყოველდღიური ტექნიკური ანალიზი

შესაძლებელია GBPUSD წყვილის ფასის ზრდის დაწყება. მაგრამ 1.2656-ის გადალახვის შემთხვევაში, ვარდნა გაგრძელდება.

ძირითადი სცენარი: 1.2656-ის ზევით აქტუალურობას გრძელი პოზიციები ინარჩუნებს. ამ შემთხვევაში, უახლოესი მიზანია 1.3175-1.3305.

ალტერნატიული სცენარი: 1.2656 დონის გარღვევა და ფასის მის ქვემოთ დარჩენა. ამ შემთხვევაში, ფასს 1.2600-1.2500-მდე კლების პერსპექტივა შეექმნება.

 

ანალიზი: დღიური გრაფიკის მიხედვით შეიძლება ვივარაუდოთ, რომ მე-2 დაღმავალი, კორექციული ტალღის ფორმირება დასრულდა. 4-საათიან გრაფიკზე ჩანს, თუ როგორ განვითარდა ამ ტალღის დამამთავრებელი, C ტალღა, რომელსაც განშლადი სამკუთხედის ფორმა აქვს. თვითონ C ტალღა სოლისებრი V ტალღით დასრულდა, რაც დამამთავრებელი ფორმაციაა. 1-საათიან გრაფიკზეც დასრულებული (რთული) სურათი ჩანს.

თუ ეს სცენარი სწორია, მაშინ ფასის 1.3175-1.3305 დონეების მიმართულებით ზრდაა მოსალოდნელი. აღნიშნული სცენარისთვის კრიტიკული დონეა 1.2656, რომლის გადალახვის შემთხვევაშიც, წყვილის ფას გზა 1.2500-სკენ გაეხსნება.