GBPUSD სოლიდან გასასვლელად ემზადება

ყოველდღიური ტექნიკური ანალიზი

GBPUSD ორ ძლიერ, საპირისპირო მიმართულების ტრენდულ ხაზს შორის მოძრაობს. მათგან უფრო ძლიერი აღმავალია, რომელსაც დღიურ გრაფიკზე 200-დღიანი მოძრავი საშუალოც უმაგრებს ზურგს. სტერლინგის ფასს ძირითადად ბრექსიტთან დაკავშირებული, ხშირად საპირისპირო ხასიათის ახალი ამბები განსაზღვრავს და ჯერჯერობით, ასეც დარჩება.

გარდა იმისა, რომ აღმავალ ტრენდულ ხაზს და 200-დღიან მოძრავ საშუალოს შეხვდა, წყვილის კლებას კიდევ ერთი გარემოება ზღუდავს: 1.2960-სა და 1.3000-ს შორის შუალედში, არაერთხელ მოხდა ფასის არეკვლა.

ორი ტრენდული ხაზი ქმნის სოლისებრ ფორმაციას, რომლის გარღვევამდეც დიდი დრო არ დარჩა. ჩამოთვლილ გარემოებათა გამო, მყიდველთა პოზიციები უფრო მყარი ჩანს, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ მხარდაჭერის თუნდაც ძლიერი დონეები არასდროს გაირღვევა...