GBPUSD სამმაგ ზიგზაგს ამთავრებს

გინდა სრულყოფილად შეისწავლო ფინანსურ ბაზარზე ვაჭრობა? ჩაეწერე უფასო კურსზე

როგორც გრაფიკიდან ჩანს, GBPUSD სამმაგ ზიგზაგს აყალიბებს, რომელიც Ⓦ-Ⓧ-Ⓨ-Ⓧ-Ⓩ ტალღებისგან შედგება. ამჟამად წყვილი აღნიშნული ფორმაციის ბოლო ეტაპზეა და Ⓩ ტალღას მიჰყვება, რომელიც (W)-(X)-(Y) ორმაგი ზიგზაგის სახით ვითარდება.

ამ ორმაგი ზიგზაგის პირველი ორი ტალღაც დასრულებულია და ამჟამდ წყვილი (Y) ქვე-ტალღას აღმა მიჰყვება. სავარაუდოდ, ამ ტალღასთან ერთად, წყვილის ფასი 1.4278-მდე ავა, სადაც შუალედური (Y) ტალღის სიგრძე, (W) ტალღის სიგრძის 123.6 პროცენტს მიაღწევს.

რა თქმა უნდა, არსებობს მოვლენათა განვითარების განსხვავებული ვერსიაც, რომლის შესაბამისადაც, Ⓧ ტალღა ჯერ დასრულებული არ არის. სავარაუდოდ, ის (W)-(X)-(Y) ორმაგი ზიგზაგის ფორმით ვითარდება. ამ ტალღებიდან, პირველი ორი დასრულებულია და ამჟამად წყვილის ფასი (Y) ტალღას მიჰყვება, რომელიც დიდი ალბათობით, W-X-Y ორმაგი ზიგზაგის ფორმას ღებულობს.

(Y) ტალღასთან ერთად, წყვილი 1.3442-მდე ჩავა, სადაც Ⓧ ტალღა, Ⓨ ტალღის 76.4 პროცენტს გადაფარავს.