GBPUSD-ს ვარდნას მხარდაჭერის ძლიერი ზონა აკავებს

გინდა სრულყოფილად შეისწავლო ფინანსურ ბაზარზე ვაჭრობა? ჩაეწერე უფასო კურსზე

პირველ რიგში გასათვალისწინებელია, რომ ზაფხული მთავრდბა და ამ დროს, ბაზარზე რყევები ხშირად ხდება. ამის მიზეზი ისაა, რომ ვაჭრობის მოცულობა ძლიერ შემცირებულია და ამ დროს, შედარებით მცირე მოცულობით პოზიციის გახსნასაც კი შეუძლია ბიძგის მიცემა. და ასეთი რამ შესაძლოა ხშირად მოხდეს.

GBPUSD იმ ზონიდან აირეკლა, რომელსაც 2016/2017 წლების მინიმუმები ქმნის. მაგრამ წყვილი კვლავაც აგრძელებს დაღმავალ არხში მოძრაობას, რომელიც მაისიდან არის ძალაში. მართალია, დლართან სხვა ვალუტები არცთუ ძლიერად გამოიყურება, მაგრამ მათგან განსხვავებით (ბრექსიტის ზეწოლის მიუხედავად), სტერლინგს ჯერაც დარჩა ზრდის პოტენციალი. ამ შემთხვევაში, უახლოესი მიზანი ნახსენები არხის ზედა ხაზი იქნება, მერე კი ვნახოთ...