GBPUSD: პერსპექტივა ტალღური ანალიზით (26-30 ნოემბერი)

ყოველდღიური ტექნიკური ანალიზი

GBP/USD წყვილის ზრდის პერსპექტივა კვლავ ძალაშია. შემობრუნების სავარაუდო დონე 1.2724-ზე გადის.

ძირითადი სცენარი: 1.2724-ის ზევით აქტუალურია გრძელ პოზიციებზე მუშაობა. მიზანია 1.3305-1.3510;

ალტერნატიული სცენარი: 1.2724 დონის გარღვევა და ფასის მის დაბლა დამკვიდრება, 1.2550-1.2500 დონეებამდე კლების პერსპექტივას შექმნის.

 

ანალიზი: დღიურ გრაფიკზე ჩანს, რომ შესაძლოა, გრძელდბა კორექციული მეორე (2) ტალღის ფორმირება, რომელზეც სავარაუდოდ დასრულდა პოირველი, A ტალღა და ამჟამად მეორე, B ტალღის ფორმირების ეტაპია.

4-საათიან გრაფიკზე ვხედავთ, თუ როგორ მიმდინარეობს სავარაუდო B ტალღის ფორმირება. უკვე მოხაზულია a და b ტალღები და დაწყებულია c ტალღა, რომელზეც დასრულებულია პირველი ორი ტალღა და იწყება მესამე. სავარაუდოდ, c ტალღას სოლისებრი ფიგურა ექნება, რაც ნიშნავს, რომ ეს B ტალღის დამამთავრებელი ფორმაა.

1-საათიან გრაფიკზე სწორედ ამ c ტალღის ფორმირებაა გამოსახული. მასზე ჩანს, რომ დასრულდა პირველი ორი ტალღა და იწყება მესამე, რომელსაც c ტალღის დასრულებამდე, მეოთხე (კორექციული) და მეხუთე ტალღებიც მოჰყვება. და ფასი 1.3305-1.3510 შუალედს მიაღწევს.

ამ სცენრისთვის კრიტიკულია 1.2724 დონე, რომლის გარღვევის შემთხვევაშიც, ალტერნატიული სცენარის საფუძველი შეიქმნება.