GBPUSD - პაუზა ან შემობრუნება

გინდა სრულყოფილად შეისწავლო ფინანსურ ბაზარზე ვაჭრობა? ჩაეწერე უფასო კურსზე

ათდღიანი ზრდის შემდეგ, GBPUSD-მა კვირის ბოლო დღეს სულის მოთქმა გადაწყვიტა. ზრდა შეჩერდა, მაგრამ ეს ჯერაც არ ნიშნავს, რომ წყვილმა შემობრუნება დაიწყო. მაგრამ ფაქტია, რომ ზრდა უსასრულოდ არ გაგრძელდებოდა და რაც მთავარია, ის იქ შემოყვნდა/გაჩერდა, სადაც ერთბაშად სამი ძლიერი წინააღმდეგობა შეხვდა.

ესენია მარტის პიკი, საიდანაც კორონავირუსის პანდემიის „დახმარებით“, წყვილი მკვეთრად დაეცა. კიდევ ორ წინააღმდეგობას, 2014 და 2018 წლების დაღმავალი ტრენდული ხაზები ქმნის, რომელთაგან ერთი გადალახული კი იყო, მაგრამ წყვილი მაინც მის ქვემოთ დაბრუნდა.

იმისათვის, რომ წყვილმა ზრდა გააგრძელოს, რა თქმა უნდა, ამ სამი წინააღმდეგობის გადალახვა მოუწევს და მათი გავლის შემთხვევაში, მომდევნო ძლიერი წინააღმდეგობა 1.3514-თან ელის, სადაც შარშანდელი მაქსიმუმი მდებარეობს. დაბლა წყვილს აპრილის და ივნისის პიკებს შორის გავლებული ტრენდული ხაზი ელის, რომლის აღმა გადალახვაც არ გასჭირვებია.

ამ ეტაპზე, მოკლე პოზიციების პერსპექტივა ნაკლებად ჩანს. არაა გამორიცხული, რომ მცირე ხნით, სიტუაცია დათვებისთვის სასურველ რიტმში გადავიდეს. თუმცა კვირის ბოლოს ამერიკის შრომის ბაზრის სტატისტიკაა გამოსასვლელი, რაც დოლარს კარგს არაფერს პირდბა...