GBPUSD მორიგი დაღმასვლისთვის მზადაა

გინდა სრულყოფილად შეისწავლო ფინანსურ ბაზარზე ვაჭრობა? ჩაეწერე უფასო კურსზე

GBPUSD წყვილმა შეძლო მარტში დაწყებული აღმავალი ტრენდული ხაზის გადალახვა და მის დაბლა დარჩენა. გარღვევის დადასტურების შემდეგ, წყვილმა დაღმასვლა გააგრძელა. დაღმასვლის შესაძლებლობას აძლიერებს ის ფაქტიც, რომ წყვილი კვლავ დაღმავალი არხის საზღვრებშია. სწორედ მისი ზედა ზღვარისა და მარტის ტრენდული ხაზის გადაკვეთაზე მოხდა შემობრუნება და გარღვევის დადასტურება.

მხარდაჭერის უახლოესი დონეა 1.2335, რაც არის წინა მინიმუმი. მისი გადალახვის შემთხვევაში, წყვილს მომდევნო მხარდაჭერა 1.2200-ის მიდამოებში ელის. თუ ხარებს უპირატესობის თავის ხელში აღება სურთ, მაშინ წყვილი 1.2542-ს უნდა ასცდეს და მარტის ტრენდული ხაზის მაღლა დამკვიდრდეს.