GBPUSD-მა სოლის საზღვარი გადალახა

გინდა სრულყოფილად შეისწავლო ფინანსურ ბაზარზე ვაჭრობა? ჩაეწერე უფასო კურსზე

სტერლინგმა იმ სოლის საზღვარი გადალახა, რომლის ფარგლებშიც მარტიდან მოძრაობდა. გარღვევა ქვედა მიმართულებით მოხდა. მხარდაჭერის უახლოესი ძლიერი დონე 1.2773-თანაა, რომელიც თებერვლის მინიმუმია. თებერვალში ამ დონიდან არეკვლის შემდეგ, წყვილმა დაახლოებით 600 პუნქტით მაღლა ასვლა შეძლო. მისი დაძლევის შემთხვევაში, მხარდაჭერის მომდევნო ძლიერი დონე 1.2500 იქნება, რასაც 1.2465 (დეკემბრის სვინგი) მოჰყვება.

თუ წყვილმა სოლის საზღვრებში დაბრუნება შეძლო, მაშინ მისი ზედა ზღვრისკენ აიღებს გეზს. ოღონდ, ამისთვის იმ წინააღმდეგობების გავლა მოუწევს, რომლებიც ახლახანს ძლიერი მხარდაჭერის როლს ასრულებდა.