GBPUSD ფლეშ ქრეშით დაწყებულ ტრენდულ ხაზთან

გინდა სრულყოფილად შეისწავლო ფინანსურ ბაზარზე ვაჭრობა? ჩაეწერე უფასო კურსზე

უხელშეკრულებო ბრექსიტის მოლოდინმა, სტერლინგისა და დოლარის წყვილი იმ ტრენდულ ხაზთან შეახვედრა, რომელიც სათავეს 2016 წლის ოქტომბრის ფლეშ ქრეშიდან იღებს.

დღიურ გრაფიკზე, მისი გადალახვაც მოხდა, მაგრამ რამდენადაც ეს ტრენდი ხანგრძლივია, გარღვევის დაფიქსირებაც უფრო დამაჯერებელი უნდა იყოს. შესაბამისად, არაა გამორიცხული, რომ ფასმა პირი იბრუნოს და აღმასვლა დაიწყოს.

მაგრამ ბრექსიტთან დაკავშირებული უარყოფითი ფონის გამო, ამ ზრდას დიდი პერსპექტივა არ უნდა ჰქონდეს.