GBPUSD დიდი ტრენდის მხარდაჭერის დონესთან

ყოველდღიური ტექნიკური ანალიზი

GBPUSD წყვილი იმ ტრენდულ ხაზს მიუახლოვდა, რომელიც 2016 წლის ოქტომბრიდან მოდის. მაშინ სტერლინგმა ფლეშ-ქრეში განიცადა. მას შემდეგ, ტრენდი აღმავალია, თუმცა შარშანდელი აპრილის შემდეგ კლება დაიწყო და ახლა მზადაა, ტრენდული მხარდაჭერაც გადალახოს.

უფრო სწორედ, მისი გადალახვა გასულ კვირაში, მცირე ხნით მოახერხა, თუმცა მალევე მის ზევით დაბრუნდა. ამ ხაზის ხანმოკლე გადალახვა იანვარშიც დაფიქსირდა, როცა რამდენიმე ვალუტას მკვეთრი ვარდნა (კიდევ ერთი ფლეშ ქრეში) ჰქონდა.

ამჟამად დიდია ალბათობა იმისა, რომ მნიშვნელოვან მხარდაჭერასთან, ტრეიდერები რისკს მოერიდებიან და მომგებიან პოზიციებს დახურავენ, რასაც სტერლინგისთვის სტიმულის მიცემა შეუძლია. თუმცა უარყოფითი ფუნდამენტური ფონის გამო, ბრიტანული ვალუტის პოზიცია მაინც მყიფეა.

თუ აღმავალი შემობრუნება ძლიერი არ იქნება, მაშინ წყვილის ფასი ისევ „შეუტევს“ ტრენდულ ხაზს და თუ მისი გავლა მოახერხა, მომდევნო მხარდაჭერის დონის როლში, იანვრის მინიმუმი - 1.2373 მოევლინება. აღმასვლის შემთხვევაში, წინააღმდეგობას წინა კვირის მაქსიმუმი - 1.2748 გასწევს.