GBPJPY - ზრდის პოტენციალი არ ამოწურულა

გინდა სრულყოფილად შეისწავლო ფინანსურ ბაზარზე ვაჭრობა? ჩაეწერე უფასო კურსზე

GBPJPY-ს გრაფიკზე ჩანს, რომ შესაძლოა, წყვილი აღმავალ სამმაგ ზიგზაგს ასრულებს, რომელიც Ⓦ-Ⓧ-Ⓨ-Ⓧ-Ⓩ ტალღების ბმისგან შედგება. ამასთან, ამ ზიგზაგის პირველ სამ ტალღას დასრულებული სახე აქვს. ამჟამად წყვილის ფასი შუალედურ დაღმავალ Ⓧ ტალღას მიჰყვება.

სავარაუდოდ, Ⓧ ტალღას მარტივი ზიგზაგის ფორმა ექნება, რომელიც (A)-(B)-(C) ქვე ტალღებისგან შედგება. ამათგან პირველ ორს დასრულებული სახე აქვს და ამჟამად იმპულსური (C) ტალღა ყალიბდება. ამ ტალღას წყვილის ფასის 130.97-მდე დაყვანა შეუძლია და ამ დონეზე, (C) ტალღის სიგრძე, (A) ტალღის სიგრძის 61.8 პროცენტს მიაღწევს. ამის შემდეგ, წყვილი Ⓩ ტალღასთან ერთად გაიზრდება.

ალტერნატიული სცენარით, Ⓧ ტალღა უკვე დასრულდა და უკვე Ⓩ ტალღა დაიწყო, რომელიც ზიგზაგის ფორმით განვითარდება. ის (A)-(B)-(C) შუალედური ტალღებისგან შედგება. ამათგან (A) ტალღა დიაგონალის ფორმას ღებულობს. მისი დასრულების შემდეგ, მოსალოდნელია კორექციული (B) ტალღა და სურათს იმპულსური (C) ტალღა დაასრულებს, რომელიც სავარაუდდ, წყვილის ფასს სულ ცოტა, 139.69-მდე აიყვანს, რომლის გასწვრივაც, Ⓨ ტალღის წვერო მდებარეობს.