GBPJPY ზრდის დასაწყებად ემზადება

გინდა სრულყოფილად შეისწავლო ფინანსურ ბაზარზე ვაჭრობა? ჩაეწერე უფასო კურსზე

GBPJPY მაისის შემდეგ დაბლა მიიწევს, მაგრამ როგორც გრაფიკზე ჩანს, ამ მოძრაობას უფრო კორექციული ხასიათი აქვს, ვიდრე ტრენდული. 2020 წლის მარტში დაწყებული აღმავალი ტრენდი ჯერჯერობით ძალაშია და თუ მაისის დაღმავალი კორექციის ხაზის გადაკვეთა მოხერხდა, აღმავალ ტრენდს განახლების რეალური საფუძველი მიეცემა.

მაისის დაღმავალი ტრენდი იმითაც არის საყურადღებო, რომ მისგან არაერთი არეკვლა მოხდა. მისი გადალახვა წყვილმა ბოლო ორ კვირაშიც არაერთხელ სცადა, მაგრამ ამაოდ. და თუ ამ ბარიერის გარღვევა და შემდეგ წინა მაქსიმუმის (152.29) მაღლა ასვლა მოხერხდა, წყვილი ძლიერ აღმავალ ბიძგს მიიღებს.

გარღვევის შემთხვევაში, პირველი მნიშვნელოვანი ბარიერია 153.00-154.00 არეალი. ამას მოჰყვება 155.00 და მაისის მაქსიმუმი (156.07).

მაგრამ თუ დაღმავალი კორექციული ხაზიდან არეკვლა ისევ მოხდა, მაშინ ყურადღების ცენტრში, 2020 წლის მარტში დაწყებული ტრენდის ხაზი მოექცევა, რომელსაც ახლოს, თითქმის პარალელურად მიჰყვება 200-დღიანი მოძრავი საშუალო. მათ შორის არის მოქცეული ჰორიზონტალური არეალი, რომელმაც მხარდაჭერის როლი რამდენჯერმე წარმატებით შეასრულა.