GBPJPY ორმაგ წინააღმდეგობას მიადგა

გინდა სრულყოფილად შეისწავლო ფინანსურ ბაზარზე ვაჭრობა? ჩაეწერე უფასო კურსზე

ფლეშ ქრეშის შემდეგ, GBPJPY წყვილმა არამხოლოდ სრულად აღიდგინა დანაკარგები, არამედ გაცილებით მაღლაც ავიდა. მაგრამ ამჯერად ძლიერი წინააღმდეგობის ზონაშია, რომლის გადალახვაც ძნელი იქნება.

ამ ზონაში მთავარ წინააღმდეგობას, ტრენდული აღმავალი ხაზი ქმნის, რომელიც 2016 წლის ოქტომბერში არის დაწყებული. წყვილმა მისი გარღვევა ამ წლის დასაწყისში შეძლო. ამჯერად კი გარღვევის დადასტურებას ცდილობს.

მეორე წინააღმდეგობას ჰორიზონტალური ზონა ქმნის, რომლისგანაც ნოემბერში ძლიერი არეკვლა დაფიქსირდა და უფრო ადრეც იყო მსგავსი მოვლენები.

ეს ის მომენტია, როცა პოზიციის გახსნა არ ღირს და უმჯობესია დაცდა, სანამ წყვილი რომელიმე მიმართულებას „აირჩევს“.