GBPJPY - დამაბოლოვებელი დიაგონალი, თუ სამმაგი ზიგზაგი

გინდა სრულყოფილად შეისწავლო ფინანსურ ბაზარზე ვაჭრობა? ჩაეწერე უფასო კურსზე

GBPJPY-ის ახლანდელი სტრუქტურა მიგვანიშნებს, რომ შესაძლოა, წყვილი სტანდარტულ Ⓐ-Ⓑ-Ⓒ ზიგზაგს ასრულებს. მათგან პირველი ორი ტალღა უკვე დასრულებულია. Ⓐ ტალღას 5-ტალღოვანი იმპულსური სახე აქვს, Ⓑ ტალღა კი ორმაგი ზიგზაგია. ამჟამად დაწყებულია Ⓒ ტალღის ფორმირება, რომელმაც შესაძლოა, დამაბოლოვებელი დიაგონალის სახე მიიღოს.

ამ შემთხვევაში, შესაძლოა Ⓒ ტალღა 5 ქვეტალღის სახით განვითარდეს, რომელთაგან პირველ ოთხს დასრულებული სახე აქვს. (5) ტალღას კი ზიგზაგის ფორმა ექნება, რომელიც წყვილის ფასს, სულ ცოტა, 139.69-მდე აიყვანს. სწორედ ამ დონეზე დასრულდა (3) ტალღა და ეს ადგილი ახლა წინააღმდეგობის როლს შეასრულებს.

ალტერნატიული სცენარით, GBPJPY სამმაგ ზიგზაგს ხაზავს, რომელიც Ⓦ-Ⓧ-Ⓨ-Ⓧ-Ⓩ ტალღებისგან შედგება. ამჟამად მეორე Ⓧ ტალღის ფორმირება მიმდინარეობს, რომელსაც (A)-(B)-(C) ზიგზაგის ფორმა აქვს. ჩამოყალიბების ეტაპზეა ამ ზიგზაგის (B) აღმავალი ტალღა, რომელიც წყვილს შესაძლოა 135.66-მდე აიყვანს და ამ შემთხვევაში, აღნიშნული ტალღის სიგრძე, (A) ტალღის სიგრძის 50 პროცენტი იქნება.

ამას კი მოჰყვება იმპულსური დაღმავალი (C) ტალღა, რომელთან ერთადაც, მეორე Ⓧ ტალღაც ჩამოყალიბდება. სავარაუდოდ, ეს 130.75-თან მოხდება, სადაც (C) ტალღის სიგრძე, (A) ტალღის სიგრძის 61.8 პროცენტს მიაღწევს.