ევრო შესაძლოა ძველი ვალების დაბრუნებას აპირებს

ყოველდღიური ტექნიკური ანალიზი

სავალუტო ბაზრის სტატისტიკის შესაბამისად, დოლარის ინდექსის მნიშვნელობას დაახლოებით 57 პროცენტით, ევრო-დოლარის წყვილის ფასი განსაზღვრავს. შესაბამისად, დოლარის ინდექსის შემდგომი მოძრაობა, მეტწილად სწორედ ამ წყვილის კურსზე იქნება დამოკიდებული.

წყვილის ფასი უკვე წელიწადზე მეტია, რაც დაღმავალ არხში მოძრაობს. და მის საზღვრებს მკაცრად იცავს. მაგრამ ასე დიდხანს ვერ გაგრძელდება. არხის ქვედა ხაზის გარღვევის შემთხვევაში, ფასი 2000 წლიდან მომდინარე ტრენდული ხაზისკენ და იმ გეპისკენ გაეშურება, რომელიც 2017 წლის აპრილში, საფრანგეთის არჩევნების შემდეგ წარმოიშვა.

მაგრამ თუ გარღვევა ზედა მხარეს მოხდა, მაშინ ლოკალური პიკების გავლის შემთხვევაში, ფოკუსში 2008 წელს დაწყებული დაღმავალი ტრენდული ხაზი და მასთან შესაძლო შეხვედრა მოექცევა.