EURUSD ზრდის გაგრძელებას აპირებს

ყოველდღიური ტექნიკური ანალიზი

ევრომ გასული კვირა აღმავლობით დაასრულა. EURUSD-ის ფასმა შეძლო მარტში დაწყებული ტრენდული ხაზის გადალახვა, მაგრამ შემდგომი ზრდისთვის, არაერთი წინააღმდეგობის გადალახვა მოუწევს. მათგან პირველი, 1 მაისის პიკია, საიდანაც წყვილის (ჯერჯერობით) ბოლო ვარდნა დაიწყო.

4-საათიან გრაფიკზე კარგად ჩანს, რომ წყვილის ფასი აპრილის ბოლოდან სოლში (აღმავალ) მოძრაობს, რომლის საზღვრებიდანაც ჯერ არ გამოსულა. ასე რომ, პირველ რიგში, აქტუალური სწორედ ამ სოლიდან გასვლა იქნება.

დღის გრაფიკზე ჩანს, რომ 1 მაისის პიკის გავლის შემთხვევაში, წყვილს 1.1300-ის სიახლოვეს, წინააღმდეგობას თებერვალსა და სექტემბერში დაწყებული დაღმავალი ტრენდული ხაზები შეუქმნის. მათი გავლის შემთხვევაში კი აპრილის მაქსიმუმის (1.1324) ჯერი დადგება, საიდანაც ბოლო დიდი ვარდნა დაიწყო.

მაგრამ თუ ფასმა აღმავალი სოლის ქვედა ზღვარი გადალახა, მაშინ მხარდაჭერის დონეების როლში 1.1133, შემდეგ კი 1.1110 დახვდბა, რასაც 1.1100 მოჰყვება.