EURUSD ძლიერ მხარდაჭერას მიუახლოვდა

ყოველდღიური ტექნიკური ანალიზი

როგორც მოსალოდნელი იყო, დაღმავალი ტრენდული ხაზიდან არეკვლის შემდეგ, EURUSD-ის ფასი დაბლა წამოვიდა და ძალიან მიუახლოვდა მიმდინარე წლის მინიმალურ მაჩვენებელს (1.1175), რომელიც ძლიერი მხარდაჭერის დონეა.

დაბალი ვოლატილობის ფონზე, დიდი ალბათობა იმისა, რომ წყვილის ფასი ამ დონეს ვერ გადალახავს და ისევ ზევით გაემართება. თუმცა აქ აუცილებლად გასათვალისწინებელია ერთი ფაქტი: იანვრიდან მოყოლებული, ფასი წინა მინიმუმს აახლებს, თუმცა მისგან ძალიან შორსაც ვერ ჩადის. თუ 1.1175-ის გადალახვა შეძლო, ფასს მხარდაჭერის მომდევნო ძლიერ დონედ 1.1100 ელოდება.

კიდევ ერთი საინტერესო ფაქტი: სანამ ზედა ტრენდული ხაზის ხანმოკლე გარღვევის შემდეგ, უკან მობრუნდებოდა, ფასმა „ჰაიერ ჰაი“ დააფიქსირა, რამაც მას შესაძლოა ამჯერად „ჰაიერ ლოუსკენ“ უბიძგოს. თუ ასეა, მაშინ წლის მინიმუმს აღარ განახლებს და ალბათ, დაღმავალი ტრენდი, აღმავალით შეიცვლება.